პანდემიისგან დაზარალებული ამერიკის ეკონომიკა იმაზე სწრაფად ადგას აღდგენის გზას, ვიდრე ქვეყნის ისტორიაში რომელიმე კრიზისის შემდგომ. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, აგვისტოს ანგარიში მოწმობს, რომ აპრილიდან მოყოლებული 10 მილიონ 600 ათასი სამუშაო ადგილი აღდგა, რაც 50%-ა პანდემიის გამო დაკარგული ადგილებიდან.
ამასთან, მინისტრის თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას კონგრესთან, რათა ეკონომიკის მასტიმულირებელ ახალ პაკეტზე მიიღოს თანხმობა.