14 თებერვლის ღამეს ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) გამარჯვებული გამოვლინდა. ლოს-ანჯელეს რემსმა ცინცინატი ბენგალსი ანგარიშით 23-20 დაამარცხა. ტრადიციული შესვენების შოუ კი ჰიპ-ჰოპ არტისტებმა დოქტორ დრემ, სნუპ დოგმა, ემინემმა, კენდრიკ ლამარმა, 50 ცენტმა და მერი ჯეი ბლაიჯმა გააფორმეს.
ღონისძიებას არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ აბელ ტესფაიე, კენდალ ჯენერი, ჯასტინ ბიბერი, ჰეილი ბოლდვინი, შონ მენდესი, რაიან რეინოლდსი, ქანიე უესტი, დუეინ ჯონსონი, დრეიკი, ლებრონ ჯეიმსი და სხვები.