ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია აპირებს ასობით მილიონი დოლარით დააჯარიმოს ამერიკის ფიჭვური კავშირგაბმულობის კომპანიები. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრნდობით წერს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ოპერატორების მიერ შუამავალი კომპანიებისთვის მომხმარებელთა გეოლოკაციის მონაცემების გადაცემაა.
მათი ინფორმაციით, კომისიის მიმართვები დაგზავნილია კომპანიებისადმი - AT&T, Verizon, T-Mobile და Sprint. ამ კომპანიებმა მანამდე კონგრესი დაარწმუნეს, რომ შეწყვეტდნენ საკუთარი კლიენტების კოორდინაციის შესახებ ინფორმაციის შუამავალი ორგანიზაციებისადმი მიწოდებას. Verizon-მა ეს განცხადება 2018 წელს, ხოლო AT&T და T-Mobile-მა გასული წლის დასაწყისში გააკეთეს.
ამ კომპანიებმა დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია ახლა მიიღეს და მის გასაჩივრებას გეგმავენ.