NETFLIX - მსოფლიოს 7 წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომელთა საერთო ღირებულება 7 ტრილიონ დოლარს აჭარბებს Netflix-ი სტრიმინგ სერვისებით მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს. ამერიკული კომპანია, რომელიც 1997 წლის 29 აგვისტოს ამოქმედდა სერვისში ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების ბიბლიოთეკას უძღვება სადისტრიბუციო გარიგებებით, გარდა იმისა, რომ ამ დროისთვის საკუთარ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ცნობილია Netflix Originals-ის სახელით.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Netflix-ს მსოფლიოში 222 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, მათ შორის 75 მილიონი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 74 მილიონი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 40 მილიონი ლათინურ ამერიკაში და 33 მილიონამდე აზის ქვეყნებში. ის ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, კონტინენტური ჩინეთის სირიის, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ყირიმის გარდა ლოკალური შეზღუდვების და სანქციების გამო. Netflix-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი ფილმების დისტრიბუციაში და არის Motion Picture Association-ის წევრი. Netflix-ზე წვდომა შესაძლებელია კომპიუტერებზე ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით, ან სმარტ ტელევიზორებზე დაინსტალირებული აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ტელევიზორების, პლანშეტური კომპიუტერების, სმარტფონების, ციფრული მედია ფლეერების, Blu-ray Disc ფლეერების, ვიდეო თამაშების კონსოლების საშუალებებით. Netflix-ის ისტორია 1997 წლის 29 აგვისტოდან იწყება, რომლის სულისჩამდგმელები რიდ ჰასტინგსი და მარკ რენდოლფია. ორი განსხვავებული ადამიანი, სხვადასხვა პროფესიით, რომელთა თანამშრომლობამ 25 წლიანი წარმატებული კორპორაცია შექმნა.
კომპანია 115-ე ადგილზეა Fortune 500-ში და 219-ე ადგილს იკავებს Forbes Global 2000-ში. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით საბაზრო კაპიტალიზაციით ის სიდიდით მეორე ადგილზეა როგორც გასართობი/მედია კომპანიაა. 2021 წელს, Morning Consult-ის მიხედვით, Netflix დასახელდა, მერვე ყველაზე სანდო ბრენდად მსოფლიოში. 2010-იანი წლების განმავლობაში, იყო ყველაზე წარმატებული საფონდო ბირჟის ინდექსში, საერთო შემოსავლით 3,693%. Netflix-ის სათავო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში. 25 წელია კომპანია აფართოებს მასშტაბებს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ემსახურება კინომოყვარულებს, ვისთვისაც ნებისმიერი სიახლე ამ სფეროში მნიშვნელოვანია. საუკეთესო ხარისხით მიწოდებული სასურველი პროდუქტი მომხმარებლების მხრიდანაც სათანადოდ ფასდება.