APPLE - იმისათვის რომ გონებაში დაბადებული იდეა მხოლოდ ფიქრად არ დარჩეს, მის ხორცშესასხმელად აუცილებლად რაღაც უნდა მოიმოქმედოთ. მხოლოდ მონდომება აქცევს სურვილს მატერიად და ასეთი მაგალითები ყოველთვის გმატებს სურვილს, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ჩაეჭიდო მომავალი წარმატების იდეას/ფორმულას. სწორედ ასეთ შემთხვევას განვიხილავთ, მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენით იდეა კორპორაციად აქცია.
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია Apple 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა. დღეისთვის აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. კორპორაციის სათავო ოფისი კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში მდებარეობს. Apple ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-ფლეერებისთვის და სხვა აქსესუარებისთვის. Apple ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X El Capitan-ის დამუშავებით. Apple-ში მუდმივად და დროებითად 70,000-მდე ადამიანია დასაქმებული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა მაგალითად 2007 წელს 24 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგება შეადგინა. კომპანიის ასეთი წარმატება, რა თქმა უნდა მთელ რიგ ფაქტორებზეა აწყობილი, მათ შორის პროდუქტების წარმოების ხარისხი, ესთეტიკურობა, სარეკლამო კამპანიები, რომელთა ერთობლიობით Apple-მა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში. Apple Computer Company 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკისა და რონალდ უეინის მიერ - Steve Jobs (Stephen Gary Woźniak. კომპანიის პირველი პროდუქტი Apple I იყო, კომპიუტერი, რომელიც ვოზნიაკმა თავად შექმნა ჯობსის მშობლების სასტუმრო ოთახში, და Apple I საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს, რომლისთვისაც ფინანსები მეგობრებმა საკუთარი სახსრებით შეაგროვეს.
დღესდღეობით კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქტების ჩამონათვალი მათი ტექნოლოგიური მიღწევებით სამომხმარებლო სივრცეში უპირობო ლიდერია. მსოფლიო აღიარებით სხვადასხვა სახეობის ნაწარმი მისი ხარისხისა და ფასის მიხედვით ნაწილდება და სამომავლო გეგმებს აქვეყნებს სადაც გათვალისწინებულია ტექნოლოგიური შესაძლებლობები და მომხმარებელთა ინტერესები.