აშშ-ში შექმნეს პრეპარატი, რომელიც რამდენიმე ვაქცინას ერთდროულად შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის საჭირო ყველა ვაქცინა ამიერიდან ერთი ჩხვლეტით შევა ორგანიზმში. ახალი პრეპარატი ბიოპოლიმერებისგან არის დამზადებული. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ ასევე მსგავსი პრეპარატი კიბოს, ალერგიის და დიაბეტის ვაქცინაციისთვისაც გამოიყენონ.