დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს რომ არატიპური ჰეპატიტი, რომელიც ბავშვებში ვრცელდება- საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკის საფუძველს არ იძლევა. როგორც ის აღნიშნავს, ჰეპატიტთან დაკავშირებით საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი კლინიკებში გაიგზავნა და ზედამხედველობის ქვეშ არის. იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით კი, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა, რომელიც მსოფლიოს 25-თ ქვეყანაშია დაფიქსირებული, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.