დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღვანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ“.