დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ ნამკურნალებ, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, „პლაქვენილით“ მკურნალობის შეჩერება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატი დღემდე გამოიყენება სხვა ქვეყნებში.