დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრაა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, სინოფარმის ავტორიზაციასაც განიხილავენ. მისივე თქმით, სინოფარმთან დაკავშირებით ჩინურმა მხარემ დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო.