შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიმდნიარეობს რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.