"ამომავალი მზის ქვეყანა" – ტრადიციები და თანამედროვეობა, კულტურა და განათლება, ინოვაციები, მრავალფეროვანი იაპონური სამზარეულო და სუში... იაპონური სამზარეულო – ეს ხელოვნებაა, რომელიც იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი. იაპონური კერძები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, ერთი შეხედვით მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ასე სულაც არ არის, კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები, სოუსები, ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია, მორთულია როგორც ნატურმორტი.
აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო. უყვართ დეგუსტაცია და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება ზღვის პროდუქტებით, იყენებენ ყველანაირ ზღვის პროდუქტს - დაწყებული მოლუსკებით და დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი. ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული სახით და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს. აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც, მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად.
იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ–ერთი მიზეზი მათი ტრადიციული დიეტაა. მათი სამზარეულო მნიშვნელოვნად იცავს სეზონურობის კანონს, რაც გამოიხატება ისეთი ინგრედიენტების შერჩევაში, რაც იმ სეზონისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის ე.წ. "შუნის" კონცეფცია, როდესაც თევზი, ბოსტნეული და ხილი ყველაზე მდიდარია ნივთიერებებით – წელიწადის მხოლოდ 10 დღის განმავლობაში.
იაპონიაში კლიმატი განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, თუმცა რაღაც მაინც აქვს ყველას საერთო. თითქმის ყველა კერძის ძირითად ნაწილს ბრინჯი შეადგენს. მთელს იაპონიაში კლიმატი ხელს უწყობს ამ მოთხოვნადი მცენარის ზრდას. უფრო მეტიც, ისტორიის განმავლობაში იაპონიაში ხორცს თითქმის არ ჭამდნენ გარდა თევზისა. ხორცი არც ახლაა ძალიან პოპულარული.
მოკლედ რომ ვთქვათ, იაპონური სამზარეულოს დასახასიათებლად ორი სიტყვაც საკმარისია: "ნატურალური და ჰარმონიული".