ცესკო საქართველოს ამომრჩველების პირადი მენაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცესკო განმარტავს, გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. მათივე განცხადებით ცესკოში კიბერთავდასხმა არ გამოვლენილა და გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების მიუხედავად ოპოზიცია საქმეზე გამოძიებას ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ინიციტივით რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობით კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ეროვნულ გეგმაზე დაიწყოს მუშაობა. მათი თქმით ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად კიბერთავდასხმა შესაბამის რეაგირებასა და ყურადღებას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც. შსს-ში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან.