ამსტერდამის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისინი ახალგაზრდებს საბანკო დავალიანების დაფარვაში დაეხმარებიან, რათა მათ განათლების მისაღებად საკმარისი დრო დარჩეთ. ამ ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბოლო დროს ჰოლანდიელ სტუდენტებს შორის სესხის აღების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ისინი ხშირად არიან გამოუვალ და კრიზისულ სიტუაციაში. ამიტომ ამსტერდამის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათთვის სპეციალური პროგრამა წამოეწყო. პროექტი თებერვალში დაიწყება და დაეხმარება მათ, ვისაც განათლების მიღება და სამსახურის პოვნა სურს.
პროგრამის მიხედვით, ისინი ახალგაზრდებს დავალიანებას სრულად აუნაზღაურებენ და სტიმულისთვის 750 ევროს გადასცემენ. ამის შემდეგ სტუდენტებს ძველი კრედიტის ოდენობის თანხის გადახდა მუნიპალიტეტისთვის ეტაპობრივად შეეძლებათ, კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, სესხის დიდი ნაწილი გაუუქმდებათ. ამასთან, სტუდენტებს სპეციალურ ტრენერებს გამოუყოფენ, რომლებიც მათ საჭირო რჩევებს მისცემენ და სესხის დაფარვის გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.