პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოდა. პარლამენტის წევრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა. პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებისას კი ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ მას მიკროფონს გამოურთავდა. კამათში ჩაერთო "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მიმართა, რომ მას აზრის დაფიქსირების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, არ იყო რევიზორი. კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.