პოლიციამ ”ბავშვთა სამყაროში” მომუშავე 2 მოვაჭრე დააკავა. შსს-ის ინფორმაციით ისინი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მოვაჭრეებს თამარ მეფის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი. აღნიშნულის გამო ადგილზე სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, პოლიციამ გზის გახსნას ძალის გამოყენებით სცადა.
იხილეთ:
შეხლა-შემოხლა პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის "ბავშვთა სამყაროსთან": ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა
NO COMMENT: ყველა დრამატული კადრი "ბავშვთა სამყაროს" ხანძრიდან ერთ ვიდეოში