ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელსა და ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ანრი ოხანაშვილს შორის ამერიკის საელჩოში მომხდარი ინციდენტი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლიტიკურ სპექტრში. მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები გაკეთდა უშუალოდ საქმის ფიგურანტების მხრიდანაც. ტვ პირველის დამფუძნებელი ოცნების წარმომადგენლების მიერ ძალადობაზე საუბრობს, ხოლო მმართველი პარტიის ლიდერები წერეთლის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციაზე.