იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, დააკვირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ "დისკრიმინაციულ გამონათქვამებს". ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მწვავე დისკუსია იქნება მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან, მათ წარსულ სამოსამართლეო და არასამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით.