დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა უნდა აეკრძალოს.
დოლიძის თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის საკითხი წლებია პრობლემას წარმოადგენს და მის მიერ მომზადებული ცვლილება პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. დოლიძის თქმით, წლების განმავლობაში ამომჩეველს პოლიტიკური პარტიები სთხოვენ ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და თუკი ტელეფონების შეტანა საარჩევნო კაბინაში აიკრძალება, ზემოთხსენებული პრობლემა აღმოიფხვრება.