იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. დოლიძის ინიციატივის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი არჩევის წესით უნდა აირჩიოს. მისი თქმით, პროცესი, რომელიც დღეს პროკურატურაში მიმდინარეობს, პერსპექტივას არ იძლევა, ახალი მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი იყოს.