დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს მიმართავს, გაითვალისწინონ ემიგრანტების მოთხოვნები და უცხოეთში საარჩევნო უბნები დაამატონ, რათა მათი საარჩევნო ნების რეალიზება მოხდეს.
როგორც დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ იყენებს დაცარიელებულ საარჩევნო ბიულეტენს ხელისუფლება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. მისი თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და ამ დრომდე მოუგვარებელია.