მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და მის მხარდამჭერებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მადლობა გადაუხადა.
მსვლელობა დაიწყო და დასრულდა იმ უბნებთან, სადაც ანა დოლიძემ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ანა დოლიძემ და მისი გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს და კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები დაალაგეს.
ანა დოლიძემ 31 ოქტომბრის არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობის 18%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მხოლოდ 3%-ით დამარცხდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან.