დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის ტერორიზმის მუხლის დამატებაზე ისაუბრა.
ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნაურია აღნიშნული მუხლის დამატება, რადგან ტერორიზმის საფუძველს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მოტივი, რაც მისი აზრით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტში არ იკვეთება.
მაჟორიტარობის კანდიდატმა სამეგრელოში საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ართმევს თავს პროცესებს და სწორედ ამიტომ ჩაერთო გამოძიებაში უსაფრთხოების სამსახური.