„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთვის მიწების ჩუქების ფაქტს წინასაარჩევნო მოსყიდვად და საპატრიარქოს გულის მოგებად აფასებს. მისი განცხადებით, უკვე ტენდენციაა ის, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით უმძაფრდება ხოლმე მათ მიმართ სიკეთის გამოვლენის დაუძლეველი სურვილი. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებას ეს „ფანდი“ არ გაუვა.