ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავად დაკავებულმა შალვა შევარდნაძემ სასამართლო პროცესზე 8 ნოემბრის ინციდენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ანა სუბელიანისთვის კი არ სურდა მობილური ტელეფონის სროლა არამედ სუბელიანის გვერდზე მყოფი ბიჭისთვის. მისივე თქმით მისი აქციაზე ყოფნა შემთხვევითობაა,შევარდაძის თქმით სუბელიანის გვერდზე მყოფმა პიროვნებამ ის პროვოკაციული შეძახილებით გააღიზიანა. შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.