პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ყველანაირად არის მცდელობები, რომ ანაკლიის პორტის, როგორც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა წინ წავიდეს და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. როგორც ჩუგოშვილი ამბობს, კონსორციუმს ბევრჯერ დასჭირდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგაბ ვერ გაუმკლავდა სხვადასხვა მოთხოვნას, რაც იყო ჩადებული და არაერთხელ მათ სასარგებლოდ მოხდა კონტრაქტის შეცვლა რათა ხელი არ შეშლოდათ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დარწმუნებულია, რომ მთავრობა მომართულია იმისკენ, რომ პორტის მშენებლობა არ შეფერხდეს.