ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ერთი ეტაპი - იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობაზე გადავდივართ , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალავიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს.