ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტ ოპერატორი ესესეი მარინ დაინტერესდა და ამ თემაზე მოლაპარაკებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს. აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, ესესეი მარინის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს ამუშავებს.