ანაზღაურების მომატების მოთხოვნით ბერლინის ტეგელისა დ შონენფელდის აეროპორტების თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ. როიტერის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას დაახლოებით 2000 ადამიანი მონაწილეობს. როგორც ცნობილი გახდა, გაფიცვის შედეგად 1000 მდე რეისი გადაიდო. აეროპორტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის გამო ავიაკომპანიებს ფინანსური ზარალი ელოდება.