ჰანს კრისტიან ანდერსენი, მე-19 საუკუნის დანიელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, ჟურნალისტი, და მეზღაპრე. ანდერსენის ზღაპრების უამრავი თარგმანი და გამოცემა არსებობს, სხვადასხვა ილუცტრაციით გამოცემული წიგნები მთელს მსოფლიოში დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ყველაზე დიდი პოპულარობით კი სარგებლობს კრებული, სადაც 52 საუკეთესო ზღაპარია შესული. წიგნის ორიგინალი გამოცემულია ინგლისურ ენაზე, ის 2014 წელს ბრიტანულმა გამომცემლობა მაილს კელიმ გამოსცა, მას შემდეგ სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და 32 ქვეყნაში გამოიცა. 2015 წლიდან კი უკვე ქართველ პატარებსაც შეუძლიათ მშობლიურ ენაზე გაეცნონ მას. ანდერსენის ზღაპრების ეს გამოცემა ადაპტირებულია და განკუთვნილია 6 წლიდან ბავშვებისთვის. ამიტომ "პალიტრა L"-მა ეს წიგნი საბავშვო ბაღების დამამთავრებელ ჯგუფებს გადასცა საჩუქრად.