"ტოტენჰემთან" მატჩისას მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ "ევერტონის" ნახევარმცველ ანდრე გომეშს კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს და სახლში გაწერეს. მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ელის და არავინ იცის, როდის შეძლებს თამაშს. ტრავმა გომეშმა "დეზების" თავდამსხმელ ჰინ მინ სონის ვარდნაში ბურთის ართმევის მცდელობისას მიიღო და მსაჯმა კორეელს წითელი ბარათი უჩვენა. ლონდონურმა კლუბმა არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა და შედეგსაც მიაღწია - სადისციპლინო კომიტეტმა სონის წითელი ბარათი გააუქმა და მას პრემიერლიგის შემდეგ ტურში მონაწილეობის მიღება შეეძლება.