სიახლე ანდროიდის სისტემის მქონე მობილურების მფლობელებისთვის. ანდროიდის სისტემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სრულიად განსხვავებული გახდეს. Google-ს განცხადებით, სმარტფონის მწარმოებლებს მომავალში პოპულარულ აპლიკაციებთან უფასო წვდომა აღარ ექნებათ. მათ შორის, Play Store-ზე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სახის პოპულარული აპლიკაციების ჩამოწერაა შესაძლებელი. ამის მიზეზი ის 5-მილიარდიანი ჯარიმაა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტს ევროპულმა კომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის დაუწესა. აქამდე გამოშვებულ ანდროიდის სისტემის სმარტფონებში უკვე დაინსტალირებული იყო Google-ის საძიებო სისტემა და Chrome-ის ბრაუზერი, რაც ევროპელმა კანონმდებლებმა უკანონოდ მიიჩნიეს.