ნატო-ს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი, უკრაინის ალიანსში შესვლის „საგზაო რუკა“ განიხილება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”ივნისში, ნატოს სამიტზე დაგეგმილია უკრაინის ნატოში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ განხილვა”, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს სამიტზე აუცილებლად განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების საკითხს.