თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა. კახა კალაძემ როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მოქალაქეების დასაქმების კუთხით, აღნიშნული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ბიზნესმენებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ გააცნო. სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია 70 მეტრის სიმაღლეზე რესტორნის გაკეთებას, სახურავზე კი - გადმოსახედის მოწყობას გულისხმობს. რაც შეეხება რადიოქალაქს - დაგეგმილია ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.