2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% - 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია - „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 5.2 მლნ ლარით,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებს ეხება.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით.