გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ანგელა მერკელის პრესსპიკერმა განაცხადა. „ანგელა მერკელი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მშვიდობიან პროტესტზე დაკავებული პირები“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ის აცხადებს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებებს არღვევს. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებების მიმართ ჩვენს სრულ მხარდაჭერას გამხატავენ, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.