გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გახდება.
„ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ. შეგახსენებთ, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული ე.წ. „კოვიდპასპორტების“ გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე განიხილეს.
საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლას, რაც მათ დაეხმარება, თავიდან აიცილონ შარშანდელი კატასტროფული სეზონის განმეორება.