ეს ანიმაციური ფილმი ყველა მოზარდს ეძღვნება, რომელსაც არც კი წარმოუდგენია, რამდენის მიღწევა შეუძლია, თუკი საამისო შესაძლებლობა ექნება… მათ შორის, იმ უამრავ უფროსკლასელს, 78 000 მოსწავლეს, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა. საქველმოქმედო პლატფორმამ Charte.ge, საახალწლოდ, „ზუმერისა“ და „თიბისი დაზღვევის“ მხარდაჭერით, კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ანიმაციური ვიდეორგოლი. ესაა წერილი, რომელიც პატარა გოგომ საკუთარ თავს გაუგზავნა მომავალში. როგორ შეიძლება შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება სულ მცირე მხარდაჭერით?Charte.ge-ს ნებისმიერ სტუმარს შეუძლია, გააკეთოს ერთჯერადი შემოწირულობა მეგობრის სახელზე და გაუგზავნოს მეგობარს საახალწლო წერილი.
მომხმარებელი თავად ირჩევს სასურველ ტექსტს, გაგზავნის ფორმასა და დროს. ვიზიტორებს შეუძლიათ, ასევე, გახდნენ ყოველთვიური შემომწირველები და მიიღონ გამჭვირვალობის ყოველთვიური ანგარიში დეტალური ანგარიშგებით, წარმატების ისტორიებითა და ვიდეო და ფოტომასალით.