ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის განცხადებას. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა იმოქმედოს იმ გამოწვევების შესაბამისად, რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც, მისივე შეფასებით, ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში