პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციები იქნება ასახული.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, რა კრიტერიუმები უნდა იყოს კანონპროექტში გათვალისწინებული, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ინფორმაციისთვის, პარლამენტი ცვლილებების პროექტს, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება, დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.