საპროკურორო საბჭოს წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით სტანდარტი, რომელიც საპროკურორო საბჭომ დადო, ძალიან მაღალია. მისივე ინფორმაციით საპროკურორო საბჭოს ფარგლებში დღეში ორ კანდიდატთან გასაუბრება მოხდება. იმისთვის რომ პროცესს თვალი ყველა დაინტერესებულმა მხარემ ადევნოს, გასაჯაროვდება გასაუბრების აუდიო ჩანაწერები და გადაიცემა პირდაპირი ეთერის საშაულებით.