"ერისიონი" ჩინეთში საგასტროლო ტურნეს იწყებს. ანსამბლი ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიემგზავრება. "ერისიონი" ჩინეთის დიდ ქალაქებში კონცერტებს გამართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ქ. პეკინში გამართულ საქართველოს დღეებში.
როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმამდი ჭკუასელმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, პეკინში კულტურის დღეებზე საქართველოს კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენა იქნება დიდი პატივი და შანსი, საქართველოს საგანძურის სრულფასოვნად წარმოჩინებისათვის.
ამასთან, მთავარი ქორეოგრაფის, ეკა ჭკუასელის თქმით, "ერისიონი" ბევრი ახალი ნომრით წარსდგება ჩინელი მაყურებლის წინაშე.