საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით თვითდასაქმებულები სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დახმარებითვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თუმცა, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, დღესდღეობით საქართველოში დაახლოებით 840 ათასი თვითდასაქმებულია, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი 75 მილიონი ლარით მხოლოდ 250 ათას თვითდასაქმებბული ისარგებლებს. შესაბამისად, გამოდის რომ მოცემული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა თვითდასაქმებულთა დაახლოებით 30 პროცენტს ეხმარება. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა სჭირდებათ თუ არა სხვა თვითდასაქმებულებსაც მთავრობის მხრიდან დახმარება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ თვითდასაქმებულების მიმართ ნაკლები ყურადრება გამოიჩინა. მათი თქმით აღნიშნული ერთჯერადი დახმარების გარეშე უამრავი თვითდასაქმებული დარჩა, მათ შორის რეპეტიტორები და ძიძები. ეკონომისტი ვეფხია გორგაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან თვითდასაქმებულების ნაწილზე ერთჯერადად გაცემული 300 ლარიც მცირეა და მთავრობამ ამ ქმედებით ბევრი ადამიანი საშიმშილოდ გაწირა.