სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მონახულებას აპირებენ. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მოკვლევა უკვე დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა.