ლონდონსა და კენტში ანტიტერორისტული რეიდის დროს 4 ადამიანი დააკავეს. თითოეულ მათგანს ბრალად თავდასხმის მომზადების მცდელობა ედებათ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონში სროლის ხმაც ისმოდა. რომლის დროსაც, დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია. ამ დროისთვის ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო პერიოდში განვიტარებული მოვლენების გამო, ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.