ჩვენი მასპინძელი ქვეყნისა და მასპინძელი ქალაქის, ნიუ-იორკის ქუჩებში ძალადობის ხილვით გულგატეხილი ვარ, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რითაც ის აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
გუტერეში ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია პროტესტი მშვიდობიანი გზით იყოს გამოხატული.
ამასთან, გუტერეშმა რასიზმი კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ ადამიანთა ჩაგვრა რასობრივი განსხვავების გამო სრულიად დაუშვებელია.