კორონავირუსი საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის წარმოადგენს და ცალკეული ქვეყნების აქტივობები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა.
"ვირუსი ახლა იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, მათ შორის იქ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. მათ ჩვენი დახმარება სჭირდება", - აღნიშნა გუტიერესმა. მისივე თქმით, ვირუსზე ინდივიდუალური პასუხი საკმარისი არ არის.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მილიონობით ადამიანს, რომელთაც სულ მცირე, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ეს ადამიანური თანაგრძნობის საკითხია", - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.