კომპანია Apple შეერთებული შტატების მასშტაბით ყველა მაღაზიას ხურავს. აღნიშნული გამოწვეულია კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში გავრცელების პრევენციით. „როიტერსის“ ცნობით, საუბარია, მაღაზიების რამდენიმე კვირით დახურვაზე.სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით კი შტატებში კომპანიას 270 საცალო მაღაზია აქვს. მანამდე კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორი კვირით ხურავდა კომპანიის საზღვარგარეთ არსებულ მაღაზიებს, რომლებიც ჩინეთს გარეთ მდებარეობდა.როგორც ცნობილია, შტატებში 17 მარტის მდგომარეობით კორონავირუსის 4 ათას 661 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ფატალურად დასრულდა 85 შემთხვევა.