ამერიკულმა კომპანიამ Apple მიიღო გადაწყვეტილება დროებით დახუროს იტალიაში მოქმედი ყველა მაღაზია. ამის მიზეზი AppleInsider-ის ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეა.
გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, Apple იტოვებს მასთან ტელეფონით ან ონლაინ დაკავშირების სამსახურს. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ონლაინ მაღაზიები.
როგორც ცნობილია, ძალიან ბევრმა კომპანიამ და სავაჭრო ობიექტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იტალიაში საკუთარი ობიექტების დახურვის შესახებ. განსაკუთრებით ეს ტენდენცია ფიქსირდება ფლორენციაში, ვენეციასა და მილანში.