ამერიკულმა კომპანიამ Apple ჩინეთში გაყიდვების კლების შესახებ გამოაცხადა. ივლისიდან სექტემბრამდე კომპანიის შემოსავლები ჩინეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით არის შემცირებული და 7 მილიარდ 970 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის ყველაზე დაბალი ნიშნული 2014 წლის შემდეგ.
როგორც Bloomberg-ი წერს, ამ მონაცემებმა ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია, ბაზრის მკვლევარების აზრით, აზიის უმსხვილეს რეგიონში ამერიკული ბრენდი კონკურენტებთან მარცხდება.
თუმცა, ამის მიუხედავად, Apple-მა მესამე კვარტალში მაინც მოახერხა შემოსავლების 1,03%-ით - 64 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაზრდა და ამით ანალიტიკოსების მოლოდინებს 1 მილიარდით გადააჭარბა. კომპანიამ ჩინური წარუმატებლობის კომპენსირება მისი სხვა კომპიუტერული მოწყობილობების გაყიდვების ზრდით მოახერხა.